რას წარმოადგენს რეგისტრირებული კოოპერატივი 
საკრედიტო კავშირი ”ხუცუბანი”


საკრედიტო კავშირი ”ხუცუბანი”  წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ ადამიანთა ერთობას, რომლებიც აერთიანებენ თავიანთ სახსრებს, შემდგომში იმავე ადამიანებისათვის სესხად გასაცემად.
საკრედიტო კავშირის მიზანია მხოლოდ თავისი წევრებისათვის გასცეს ფულადი კრედიტები ნებისმიერი ყურადსაღები მნიშვნელოვანი მიზნებისათვის რითაც ხელი შეუწყოს მათი მეურნეობის განვითარებას და გაუადვილოს მათ თავისუფალი ფულადი სახსრების დაზოგვა და დაგროვება.


როგორ უნდა გახდე საკრედიტო კავშირი ”ხუცუბანი”-ს წევრი

საკრედიტო კავშირი ”ხუცუბანი”-ს წევრი რომ გახდე საჭიროა გაეცნო წესდებას, საკრედიტო დებულებას და მოწონების შემთხვევაში შეიტანო განცხადება და საპაიო შენატანი 50 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა ხვდება საკრედიტო კავშირში გახსნილ თქვენს ინდივიდუალურ საწევრო ანგარიშზე და შეგიძლიათ გაიტანოთ წელიწადში ერთხელ დეკემბრის თვეში, ან გაყიდოთ წლის ნებისმიერ დროს.

საკრედიტო კავშირის ფუნქციონირების არსი

ბანკებისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების დამფუძნებლები ადამიანთა და ორგანიზაციათა შეზღუდული წრეა, შესაბამისად მათი საქმიანოს ძირითადი მიზანი კლიენტებისათვის მომსახურების ფართო სპექტრის შეთავაზებით, შეზღუდული წრისათვის მაქსიმალური მოგების მიღებაა, ხოლო საკრედიტო კავშირის ყოველი წევრი(კლიენტი) მისი დამფუძნებელია, შესაბამისად საკრედიტო კავშირი ცდილობს, მიღებული შემოსავლებით მოგება მაქსიმალურად კი არ გაზრდოს, არამედ მის დამფუძნებლებს მოახმაროს, მიმდინარე ანაბრებზე და ვადიან დეპოზიტებზე შემოტანილ თანხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების შეთავაზების გზით. იგი არ მიისწრაფვის წევრებიდან მიღებულ მიმდინარე ანაბრებზე, ვადიან დეპოზიტებზე და გაცემულ სესხებზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობის გაზრდისაკენ. საქმიანობის წარმართვის ასეთი მიდგომები ხელს არ უშლის ორგანიზაციას განვითარებისათვის საჭირო მოგების მიღებაში, რაც საკუთარი კაპიტალის ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სწორეთ აღნიშნული განაპირობებს საკრედიტო კავშირის მოგებაზე არაორიენტირებულობას. სწორედ ეს განასხვავებს საკრედიტო კავშირს სხვა საფინანსო სტრუქტურისაგან. 
საქმიანობის ასეთნაირად წარმართვას შესაბამისი კვალიფიკაცია და ფინანსური მართვის ცოდნა ჭირდება, რაც წარმატების საწინდარია. სწორედ ასეთი კვალიფიკაციის და ცოდნით აღჭურვილი ადამიანები მუშაობენ საკრედიტო კავშირში. 
 
საკრედიტო კავშირის მთავარი საზრუნავი   საკუთარი კაპიტალისა და ანაბრების ზრდაა
 
საკრედიტო კავშირის განვითარების უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი საკუთარი კაპიტალის ზრდაა. საკრედიტო კავშირის საკუთარი კაპიტალი შედგება შემდეგი მუხლებისაგან: 
1. საწესდებო ანუ საპაიო კაპიტალი 
2. შემოწირულობა კაპიტალში 
3. საერთო რეზერვი
4.გაუნაწილებელი მოგება 
განვიხილოთ თითოეული მათგანი:  
1. საპაიო კაპიტალი წევრების მიერ თავიანთ ანგარიშზე შემოტანილი თანხაა, რომელიც დღეისათვის 50 ლარს შეადგენს.

საპაიო კაპიტალის ზრდა მიიღწევა ახალი წევრების მიღებით ან ძველი წევრების მიერ თავიანთი პაის გაზრდით. საერთო კრების გადაწყვეტილებით საპაიო შენატანს გაუნაწილებელი მოგებიდან ერიცხება დივიდენდები.

 2. შემოწირულობა კაპიტალში შესაძლებელია, როგორც თანხობრივი, ინტელექტუალური ასევე მატერიალური, ამისათვის საჭირო არაა იყო საკრედიტო კავშირის წევრი. თანხობრივი შემონაწირი მოხმარდება მიზნობრივი სესხების გაცემას, სესხის საპროცენტო განკვეთების შემცირებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და საკრედიტო კავშირის საქმიანობის გასაუმჯობესებელ სხვა ღონისძიებებს. ინტელექტუალურ შემონაწირად შეიძლება განისაზღვროს საკრედიტო კავშირის სტრუქტურების მართვისთვის გათვალისწინებული კომპუტერული პროგრამების, თუ სხვა საშუალებების გადმოცემა. მატერიალური შემოწირულობები შეიძლება იყოს ავეჯი, ავტომანქანა, სარეკლამო კამპანიის წარმართვის საშუალებები. 
3. საერთო რეზერვი საკრედიტო კავშირის საკუთარი კაპიტალის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ფორმირდება საანგარიშო წლის მოგებიდან. დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულია მოგების 90%-ის გადარიცხვა საერთო რეზერვში.

საკუთარი კაპიტალი არის უხარჯო სახსრები, რაც საკრედიტო კავშირის მდგრადობას და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, ამიტომ საკუთარი კაპიტალის გაზრდაზე უნდა იზრუნოს საკრედიტო კავშირის თითოეულმა წევრმა.
საკრედიტო კავშირისათვის მიმდინარე ანაბრები და ვადიანი დეპოზიტები სესხად გასაცემი თანხის ძირითად წყაროს
 წარმოადგენს.
საკრედიტო კავშირი წევრებს საკუთარი სახსრების განთავსებასათვის სთავაზობს 3 სახის მიმდინარე ანაბარს, რომელსაც ერიცხება წლიური 6-დან 11%-მდე და ვადიანი დეპოზიტების 5 სახეს, რომელზეც სხვადსახვა ვადით შემოტანის შემთხვევაში ერიცხება წლიური 8-დან 25%-მდე, რომლიდანაც თანხის გატანა წინასწარ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება. 


როგორ შეიძლება საკრედიტო კავშირიდან სესხის მიღება?

საკრედიტო კავშირიდან სესხის მისაღებად წევრად გახდომის შემდგომ საჭიროა სესხის მსურველმა საკრედიტო დებულების შესაბამისად შემოიტანოს სასესხო განაცხადი, რომელსაც მიიღებს აღმასრულებელი დირექტორი და განსახილველად გადასცემს საკრედიტო კომისიას.
საკრედიტო კომისია სესხს გასცემს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ საქმიანობაზე მყარი სწრაფად რეალიზებადი გირაოს და წევრთა ანაბრების ურთიერთთავდებობის საფუძველზე. სესხის საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია არაუმეტეს თვეში 3-4%-ისა

                                  
ვინ არის მფლობელი?

საპაიო შენატანის სახით 50 ლარის შემოტანის შემთხვევაში წევრი ხდება საკრედიტო კავშირის ერთერთი მფლობელი. საკრედიტო კავშირის წევრები მთლიანად აკონტროლებენ კავშირის მუშაობას და ინაწილებენ სრულ პასუხისმგებლობას მასზე. ისინი უფლებამოსილნი არიან აირჩიონ გამგეობა, რომელიც განახორციელებს საკრედიტო კავშირის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას და მისი საქმიანობის ხელმძღვანელობას.
საკრედიტო კავშირის მართვის უმაღლესი ორგანოა წევრების საერთო კრება.


საკრედიტო კავშირის სტრუქტურა

საკრედიტო კავშირის საქმიანობას წარმართავს საერთო კრების მიერ არჩეული გამგეობა. საერთო კრების მიერ ასევე აირჩევა სამეთვალყურეო კომისია, საკრედიტო კომისიას ირჩევს გამგეობა.
საკრედიტო კომისია განიხილავს წევრის განაცხადს კრედიტის აღების თაობაზე.
სამეთვალყურეო კომისია სწავლობს და მთლიანობაში აფასებს საკრედიტო კავშირის მუშაობას და იძლევა რეკომენდაციებს მუშაობის გასაუმჯობესებლად.
საკრედიტო კავშირის ყოველ წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმა, თავისი პაის მიუხედავად.

რა მნიშვნელობა აქვს საკრედიტო კავშირი ”ხუცუბანი”-ს          
ფუნქციონირებას ქობულეთის მოსახლეობისათვის

საქართველოში მიმდინარე გარდაქმნების ფონზე სახელმწიფო ორგანიზაციებს არ გააჩნიათ ქმედითი მექანიზმები მოსახლეობის დასახმარებლად, საკრედიტო კავშირი ”ხუცუბანი” მუშაობას წარმართავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის და შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს წევრების ინტერესების და სახსრების მობილიზებას მათივე ოჯახების მდგომარეობის გასაუმჯობესებ-ლად.
საკრედიტო კავშირის განვითარების დღევანდელი დონე საშუალებას იძლევა წევრებს მუდმივად შესთავაზოს ქობულეთის რეგიონში ყველაზე დაბალპროცენტიანი სესხები, გარდა ამისა საკრედიტო კავშირი ”ხუცუბანი” ღებულობს ანაბრებს და დახმარებას უწევს მსურველებს თანხების დაზოგვაში და უსაფრთხოდ შენახვაში, აწარმოებს ბავშვთა ანაბრების მიღებას 18 წლის მიღწევამდე. რათა შემდგომ მათ ეს თანხები გამოიყენონ სწავლის გასაგრძრელებლად თუ სხვა საჭიროებისათვის.

ვისი დახმარებით დაფუძნდა საკრედიტო კავშირი ”ხუცუბანი”

საკრედიტო კავშირი ”ხუცუბანი” დაფუძნდა საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკის (WB) და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ხელშეწყობით საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის (GADP) ფარგლებში. 
უკან
 
Design by SPAR.GE
© 2018 ყველა უფლება დაცულია