საკრედიტო  კავშირის  სტრუქტურა

  
რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირ “ხუცუბანი”-ს უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს საერთო კრება, რომელიც კანონმდებლობითა და წესდებით მინიჭებული უფლებების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს საკრედიტო კავშირის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, კრება ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოსა და გამგეობას.
საკრედიტო კავშირის გამგეობის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. 
  გამგეობის ფუნქციაა განახორციელოს კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები, მართოს საკრედიტო კავშირი. 
  გამგეობა ნიშნავს აღმასრულებელ დირექტორს და ირჩევს საკრედიტო კომიტეტს. 
      საკრედიტო კომიტეტი არის სამეთვალყურეო საბჭოსა და გამგეობის წინაშე ანგარიშვალდებული სპეციალური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საკრედიტო კავშირის საკრედიტო საქმიანობაზე.

 

უკან
 
Design by SPAR.GE
© 2018 ყველა უფლება დაცულია