საბავშვო ანაბარი.

ბავშვებისათვის ვადიან ანაბარს ერიცხება მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ისინი აგროვებენ თანხას სწავლის ღირებულების გადასახდელად, სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებული ხარჯებისათვის, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების ხარჯებისათვის და სხვა მიზნებისთვის.
ბავშვებისათვის ვადიანი ანაბრის საპროცენტო სარგებლის დაწესების ცხრილი:

 

პერიოდი

სარგებლის %  ლარი

    სარგებლის %    აშშ დოლარი

2 წელი და მეტი

13.00%

8.00%

ანაბრის პირობები:

• ანაბარს  აქვს თანხის დამატების შესაძლებლობა.

• საბავშვო ანაბრის თანხის განთავსების მინიმალური ვადა 2 წელია.

• სარგებლის გატანა შესაძლებელია ვადის გასვლის შემდეგ. 

• ანაბრის ვადის გასვლისას 30 დღის განმავლობაში შესაძლებელია თანხის ნაწილობრივ გატანა, ხოლო დარჩენილი   ნაწილის იგივე პირობებით გაგრძელება 

• ანაბრის თანხის მინიმალურ ვადაზე ადრე გატანისას საპროცენტო სარგებელს მიიღებთ  ცხრილში განსაზღვრულ წლიურ საპროცენტო სარგებელს გამოკლებული 7%, ხოლო 2 წელზე მეტი ვადით შემოტანილ ანაბარზე საპროცენტო სარგებელი სრულად გაიცემა ყოველ შესრულებულ წელზე, ხოლო შეუსრულებელ წელზე დაერიცხება წლიური 7%.

• საანაბრე ანგარიშიდან ვადაზე ადრე თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ გატანისას კავშირმა შეტყობინება უნდა მიიღოს 7 სამუშაო დღით ადრე. 

• ანაბრის მფლობელს შეუძლია აიღოს სესხი ანაბრის პროცენტს + 6% წლიური საპროცენტო განაკვეთით ანაბრის მთლიანი თანხის 80%-ის ფარგლებში.

 

შენიშვნა: ერთ მეანაბრეზე 50 000,0 ან მეტი ლარის ოდენობის (ან მისი ექვივალენტის ანაბრი ვალუტაში) ანაბრის გახსნის შემთხვევაში, პირობები და საპროცენტო განაკვეთი შეთანხმდება საკრედიტო კავშირის გამგეობასთან.

უკან
 
Design by SPAR.GE
© 2018 ყველა უფლება დაცულია