მისია

რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი “ხუცუბანი” ემსახურება ქობულეთის რაიონის მოსახლეობას და ზოგადად მთლიანად საქართველოს. საკრედიტო კავშირის  მიზანია გახდეს აღიარებული მისი წევრების მიერ კრედიტებზე და დეპოზიტებზე ხელსაყრელი პირობების შეთავაზებით. ხარისხიანი პროდუქტების და მომსახურების მიწოდება განხორციელდება მაღალ დონეზე და იმ მენეჯერული წესების დაცვით, რომელიც დაფუძნებულია უსაფრთხოებაზე, ლიკვიდურობასა და ფინანსურ სტაბილურობაზე.                           
                             
                                             კონცეფცია


რეგისტრირებულ კოოპერატივ საკრედიტო კავშირ “ხუცუბან”-ში შევიკრიბეთ ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც სურს საკუთარი ოჯახის განვითარებაზე ზრუნვა, ბიზნესის განვითარების, ფერმერული მეურნეობის ფეხზე დაყენების, ეკონომიკური განათლების მიღების, ურთიერთხელშეწყობის და კოოპერირების გზით. საკრედიტო კავშირი მოწოდებულია გავუჩინოთ ჩვენს წევრებს გარანტირებული მომავლის შექმნის სურვილი, რეგულარული დანაზოგების საფუძველზე, რომლებზეც საკრედიტო კავშირის არამოგებიანობიდან გამომდინარე სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან შედარებით მუდმივად მაღალი საპროცენტო სარგებელი დაერიცხება. 
ახალი სამოქმედო არეების მოძიებისთვის განსაკუთრებული ყურადღება გვინდა მივაქციოთ სოფლის-მეურნეობისა და ტურიზმის დარგში დასაქმებული ოჯახების, მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესებს. ამისათვის საჭიროდ ვთვლით განვახორციელოთ წევრების მიერ ბიზნესის წარმოებისათვის საჭირო მინიმალური განათლების მიღების ხელშემწყობის პროგრამების ჩამოყალიბება და განხორციელება. რაც გახდება განვითარების საფუძველი. 
დავეხმაროთ ჩვენს წევრებს ისე, რომ მათ შეძლონ იმედებისა და ოცნებების განხორციელება.

უკან
 
Design by SPAR.GE
© 2018 ყველა უფლება დაცულია