საკრედიტო კავშირი „ხუცუბანი“-ს მოკლე ისტორია


1996 წლის 13 დეკემბერს ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში შედგა სოფლის  მცხოვრებთა შეკრება საკრედიტო კავშირის დაფუძნებისათვის. განხილვების შედეგად გადაწყდა საკრედიტო კავშირის დაფუძნება. დამფუძნებელი იყო 30 ადამიანი, რომლებმაც საპაიო კაპიტალი სახით საკრედიტო კავშირის სალაროში 10 ლარი შეიტანეს სულ 300 ლარი, ეს თანხა იყო საწყისი კაპიტალი რითაც დაიწყო ფუნქციონირება საკრედიტო კავშირმა. 
1997 წლის 18 თებერვალს ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა საკრედიტო კოოპერატივი “საკრედიტო კავშირი ხუცუბანი”.

საკრედიტო კავშირი ”ხუცუბანი” დაფუძნდა საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკის (WB) და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ხელშეწყობით საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის (GADP) ფარგლებში.
1997-1999 წლებში მონაწილეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის საგრანტო  პროგრამებში.

1997-2005 წლებში მონაწილეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის  სასწავლო პროგრამებში.
1998-2007 წლებში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის სასესხო პროგრამაში.
1999 წელს საკრედიტო კავშირში შევიდა მე-100 წევრი.
2000 წლის რთულ პერიოდში წარმატებით გაართვა თავი ინფლიაციურ თუ სხვა პრობლემებს.
2001 წელის შედეგებით საკრედიტო კავშირის სესხების პორთფელმა გადააჭარბა 100.0 ათას ლარს.
2002 წლის 1 ოქტომბერს ძალაში შევიდა კანონი “არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების _ საკრედიტო კავშირების შესახებ”
2002 წლის დეკემბერში კანონის შესაბამისად მოხდა გადარეგისტრირება და დაერქვა რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი  „ხუცუბანი”.
2003 წლის 19 იანვარს მიღებული იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზია.
2003 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო განყოფილების რევიზიის შემდეგ საკრედიტო კავშირის საქმიანობა შეფასდა დადებითად.
2004 წელს საკრედიტო კავშირის საერთო სასესხო დაბანდებამ 300.0 ათას ლარს გადააჭარბა, წევრთა რაოდენობამ კი 378 ადამიანი შეადგინა.
2005 წელს საკრედიტო კავშირის აქტივებმა გააჭარბა 400.0 ათას ლარს, წევრთა რაოდენობამ კი 511 ადამიანი შეადგინა.
2006 წელს საკრედიტო კავშირმა ახალი ოფისის მოსაწყობად შეიძინა ფართი.

2007 წლის ივნისში საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო განყოფილების რევიზიის შემდეგ საკრედიტო კავშირის საქმიანობა შეფასდა დადებითად.
2007 წელს საკრედიტო კავშირმა გადავიდა ახალ ოფისში.
2008 წელს საკრედიტო კავშირის აქტივებმა  700.0 ათას ლარს გადააჭარბა.

2010 წელს საკრედიტო კავშირის აქტივებმა  1 მილიონ ლარს გადააჭარბა.

განვლილ პერიოდში პერმანენტულად ხორციელდებოდა ანაბრების მოზიდვის პროგრამების დამუშავება და საანაბრე პროდუქტების მიწოდება საკრედიტო კავშირის წევრებზე, რის შედეგადაც ანაბრების მოცულობამ  2014 წლის დასაწყისში 1145,0 ათასი ლარი შეადგინა.

2014 წლის თებერვლის ბოლოსთვის აქტივებმა 2 მილიონ ლარს გააჭარბა.


უკან
 
Design by SPAR.GE
© 2018 ყველა უფლება დაცულია