
ვადიანი ანაბარი
ვადიან ანაბრის გახსნის შემთხვევაში წევრები სარგებლობენ დამატებითი შესაძლებლობებით.
ვადიანი ანაბრის საპროცენტო სარგებლის დაწესების ცხრილი:
პერიოდი |
სარგებლის % ლარი |
სარგებლის % აშშ დოლარი |
3-5 თვე |
7.00% |
5.00% |
6-8 თვე |
8.00% |
5.50% |
9-11 თვე |
9.00% |
6.00% |
12-14 თვე |
10.00% |
6.75% |
15-17 თვე |
11.00% |
7.00% |
18-20 თვე |
12.00% |
7.25% |
21-23 თვე |
12.50% |
7.50% |
24 თვე |
13.00% |
8.00% |
ვადიანი ანაბრის პირობები:
- ვადიანი ანაბრის მინიმალური თანხა ლარებში შეადგენს 500 ლარს, ხოლო აშშ დოლარებში ან ევროში 300 ერთეულს.
- მინიმალური თანხის შევსებამდე დაერიცხება თავისუფალი ანაბარის შესაბამისი საპროცენტო სარგებელი.
- სარგებლის გატანა შესაძლებელია წევრის სურვილის შესასაბამისად ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს.
- საპროცენტო სარგებლის ყოველთვიურად გატანის შემთხვევაში ცხრილში მოყვანილ საპროცენტო განაკვეთებს აკლდება 2%.
- ანაბრის ვადის გასვლისას 30 დღის განმავლობაში შესაძლებელია თანხის ნაწილობრივ გატანა, ხოლო დარჩენილი ნაწილის იგივე პირობებით გაგრძელება
- ანაბარზე თანხის დამატება შეიძლება.
- ანაბრის შიგნით ვალუტის შეცვლის შესაძლებლობა
- პირველი 30 დღის განმავლობაში ანაბრის გატანისას საპროცენტო სარგებელი არ დაერიცხება.
- ანაბრის ტანხის ვადაზე ადრე გატანისას შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის ნაცვლად დაგერიცხებათ წლიური 3%.
- ანაბრის გატანის ვადის დარღვევისას ზედმეტად განაღდებული საპროცენტო სარგებელი დაიქვითება ძირითადი თანხიდან.
- საანაბრე ანგარიშიდან ვადაზე ადრე თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ გატანისას კავშირმა შეტყობინება უნდა მიიღოს 7 სამუშაო დღით ადრე.
- ვადიანი ანაბრის მფლობელს შეუძლია აიღოს სესხი ანაბრის პროცენტს + 6% წლიური საპროცენტო განაკვეთით, ანაბრის მთლიანი თანხის 80%-ის ფარგლებში.
შენიშვნა: ერთ მეანაბრეზე 50 000,0 ან მეტი ლარის ოდენობის ანაბრის გახსნის შემთხვევაში, პირობები და საპროცენტო განაკვეთი შეთანხმდება საკრედიტო კავშირის გამგეობასთან.